sitename
» ქართველი ტელეწამყვანები, რომლებსაც მდიდარი ქმრები ჰყავთ
Предложить новость
ქართველი ტელეწამყვანები, რომლებსაც მდიდარი ქმრები ჰყავთ




1. მარიამ ვაშაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვების „მოამბეს“ წამყვანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი ადგილი მარიამმა დაისაკუთრა. შეიძლება იმიტომ, რომ მისი მეუღლე ვანიკო ბენიძე წლების განმავლობაში ყველაზე მდიდარ და სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. კუდ-ის ყოფილი შეფის, დათა ახალაიას ცოლისძმა და ცნობილი ბიზნესმენის, როგორც პრესაში მოიხსენიებენ, ბენზინის მაგნატის, დავით ბენიძის შვილია. წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ვანიკოსთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და თავადაც არ იცის, ეს ურთიერთობა სიყვარულში როგორ გადაიზარდა. მათი ურთიერთობა კი ქორწინებით დასრულდა.
2. ნინუცა ორჯონიკიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ნაშუადღევის“ წამყვანია. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია. სოსო ორჯონიკიძე კურირებდა და დაინტერესებული იყო სასტუმროების ქსელის მშენებლობითა და სათამაშო ბიზნესით. ის, რაც საქართველოში მისი ოჯახის სახელს ოფიციალურად უკავშირდება, ცნობილი, ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპლექსი King David-ია.
3. ნინო ნადირაძე კუზანოვას ოჯახი შეიძლება ამ სიაში შედარებით მოკრძალებულ კაპიტალს ფლობდეს, მაგრამ მათ სახელს უკავშირდება Kuzanov Clinic-ის ქსელი, რომელიც ესთეტიკურ მედიცინას ემსახურება. რა კაპიტალის მფლობელია ოჯახი, ამის შესახებ პრესაში არასდროს მიუთითებიათ, თუმცა, ოჯახის წევრების ხელგაშლილი ცხოვრება მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესებს არ ღალატობს.
4. „რუსთავი 2“-ის გადაცემის „შუა დღის“ წამყვანის, გვანცა დარასელიას მეუღლე ცნობილი მორაგბე და ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ირაკლი კოდუასა და გიგი უგულავას მეგობრად ითვლებოდა, მოულოდნელად, საზოგადოებას ირაკლი ალასანიასთან „თავისუფალ დემოკრატებში“ მოევლინა. რა ბიზნესს ფლობს ბატონი ვახო, პრესის წარმომადგენლებისთვის უცნობია. თუმცა, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას თავის დროზე გაკეთებული განცხადებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი, როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე სეროზული კაპიტალს ფლობდა.
5. არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს “მთავარის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, დიანა ჯოჯუას ფინანსები. გარდა იმისა, რომ თავად წამყვანს, როგორც ამბობენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვს, მისი მეუღლეა ბიზნესმენი ნიკა რამიშვილი. ბატონი ნიკა 2013 წელს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. სანამ კერძო სექტორში გადავიდოდა, მანამდე სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. როგორც პრესაში იუწყებიან, ამასობაში წყვილმა საკმაოდ სოლიდური კაპიტალი დააგროვა, რომელზე ინფორმაციაც ხელმისაწვდომი არ არის.скачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...




запостил(а)
giffer
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
კომენტარები (0)