sitename
» „23 წლამდე ასაკის ადამიანს, უფროსის გარეშე დამოუკიდებლად ავტომობილის მართვა უნდა აეკრძალოს"
Предложить новость
„23 წლამდე ასაკის ადამიანს, უფროსის გარეშე დამოუკიდებლად ავტომობილის მართვა უნდა აეკრძალოს"




საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ხელი კანონმა აკრძალვებით უნდა შეუწყოოს.

მაღრაძე  ფიქრობს, რომ ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა  განისაზღვროს. პოლიტიკოსის აზრით, აკრძალვას საფუძვლად ავარიების  სტატისტიკა უნდა დაედოს და იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევბის  უმრავლესობა 19-დან 23 წლამდე ასაკის მძღოლებზე მოდის, 23 წლამდე პირს  უფროსის გარეშე ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის უფლება უნდა შეეზღუდოს.

„ავარიას ხშირად ახდენს ადამიანი რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და  თვითონ არ შეეძლება იყოდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის  უფლების შეზღუდვა, ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით  უზის უფროსი. ვთვლი, რომ შესაძლოა კანონში ჩავდოთ ასეთი რამ: 18 წლის  ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კი გვერდით  უფროსი არ უზის, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს.  სტატისტიკა უნდა ვნახოთ და თუკი გამოჩნდება, რომ ავარიები მოდის,  მაგალითად, 19 წლიდან 23 წლამდე ასაკის პირებზე, მაშინ მაგაზეც უნდა  ვიფიქროთ. თუ უფროსი უზის ხოლმე კი ბატონო ატაროს, მაგრამ თუ არადა  შესაძლოა ვთქვათ რომ 23 წლამდე პირს დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ავტომობილის  ტარების უფლება“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

წყარო: pia.geскачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...




запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
კომენტარები (0)