sitename
» "გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა"- შაქარაშვილის საქმის ადვოკატების სკანდალური განცხადება
Предложить новость
"გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა"- შაქარაშვილის საქმის ადვოკატების სკანდალური განცხადება




19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულებისა და დაზარალებულების ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.უფლებადამცველებს კითხვის ნიშნებს უჩენთ, "ოქროს მოქმის"  გურამ ამირხანაშვილის რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება.

მათი თქმით, "რაღაცის დამალვის მცდელობასთან" გვაქვს საქმე. გიორგი ყიფშიძე  ამბობს, რომ სანამ შაქარაშვილი არ ჩანდა, ვიღაც შეეცადა გამოძიებისთვის  კვალი აერია. 

"თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ არანაირი, არც ზოგადი  მინიშნება ამასთან დაკავშირებით, არ არსებობს საქმიდან გამომდინარე. მაგრამ მკვლელობის ვერსიისთვისაც იმდენად ბუნდოვანია ეს ყველაფერი. რაღაცის  დამალვის ვერსიები უფრო მეტია, ამ ბიჭის გარდაცვალების საქმესთან  დაკავშირებით, ვიდრე მისი მოკვლის და მერე გადაგდების, ასე ვფქირობ, -  ამბობს გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

მედიასთან  განმარტებები გააკეთა დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ახვლედიანის  ადვოკატმაც, რომელიც ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც გურამ ამირხანაშვილთან ერთად  გადაადგილდებოდა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განიცდის, რომ გიორგი შაქარაშვილი ვერ გადაარჩინა.

„გუშინ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილს  ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს, უფრო  ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. რა თქმა უნდა,  ეს ჩემი მოსაზრებაა და არა სხვისი. ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ  მას თითქოს ფეხი დაუცდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, მასზეა დამოკიდებული.  რაც შეეხება გიორგისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, როდესაც  ისინი მეორე ავტომობილის მოსვლის შემდეგ გამორბიან, პირველი მირბის  შაქარაშვილი, მეორე მირბის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე, უკან მოსდევთ ამირხანაშილი. გიორგი ძალიან სწრაფი ნაბიჯით და პირდაპირ მიდის. როგორც  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, სადაც კი ვნახე, რომ ბეტონის ფილა აღარ  იყო, მაშინვე გზა ჩავჭერი, ციცაბო იყო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ  ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, უკან არაერთი ადამიანი მოგვდევდა, მძიმე სუნთქვითა და გინებითო. ისინი გამარჯობის სათქმელად არ  მოდიოდნენ, ამიტომ, თავიანთი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა  გაეკეთებინათ. მან ჩაჭრა ციცაბო, გადავიდა მეორე გზაზე, სადაც ხიდია. იქ  დღე ვერ ჩავიდოდა, ორი ნაბიჯი რომ გადაედგა, უკვე არაგვში იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მან ეს არ იცოდა და იქვე ბუჩქებში ჩაჯდა. არ ვიცი, რას  ჩავეჭიდეო, პლასტმასის ბოთლები იყო და ამან უფრო გამიიოლა ჩასვლა,  ჩავსრიალდიო, თან წინა დღეებში წვიმა იყო და ნიადაგი სველი იყოო. ბუჩქებს  მოვკიდე ხელი, რომ მთლად არ გადავარდნილიყავიო. მთლიანად დაკაწრულია, შორტი ეცვა და მთლიანად დაჩხაპნილია, შემოხეული აქვს ყველაფერი ეკლებისა და  ბუჩქებისგან, იქ დაახლოებით 30-35 წუთი ვიყავი და მესმოდა ხმები-„სად  წახვედით, გამოდით“ და გინებაო. როდესაც გიორგი წინ მირბოდა, ჩემი დაცვის  ქვეშ მყოფი პირის მხედველობის არეალში გიორგი უკვე დაიკარგა და არ იცოდა,  სად იყო“, - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა  სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...




запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
კომენტარები (0)