sitename
» გიორგი შაქარაშვილის საქმე და “ოქროს მოწმის” ოთხჯერ შეცვლილი ჩვენება – ამირხანაშვილი შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს
Предложить новость
გიორგი შაქარაშვილის საქმე და “ოქროს მოწმის” ოთხჯერ შეცვლილი ჩვენება – ამირხანაშვილი შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს




გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება და შეცვლილი ცვენებები  -  "ოქროს მოწმის" ჩვენებები შესაძლოა მისივე წინააღმდეგ ამოქმედდეს. 

19 წლის ფეხბურთელის საქმეში შაქარაშვილის უახლოესი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის  4 ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა.

გური ამირხანაშვილი ერთ-ერთი ბოლოა ვინც გიორგი შაქარაშვილთან ერთად არაგვის  ხიდზე გადაადგილდებოდა. პირველი დაპირისპირების შემდეგ, გაიქცა და ერთ-ერთი შენობის უკან, ბუჩქებს შეაფარა თავი. სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოიყვანეს  ტოიოტა ქამრის მარკის ავტომობილით ამირხანაშვილი.  პირველი ჩვენების  მიხედვით, ავტომობილში ამირხანაშვილის გარდა 6 ადამიანი იყო, რომლებმაც  თბილისში ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს. 

გურამ  ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პირველად 2 დღეში შეცვალა. 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის  შემდეგ, მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ  არავის უმოქმედია. 

"როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე  მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული  სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და  მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ  ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის  მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ  მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ  რატომ უნ
და ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ.  აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების  საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში  დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ" - ამბობს იგი.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...




запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
კომენტარები (0)