sitename
» "დღეს ავიღე პენსია და არ მეყოფა პროდუქტებისთვის..." - ნახეთ რა მოხდა დღეს თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში
Предложить новость
"დღეს ავიღე პენსია და არ მეყოფა პროდუქტებისთვის..." - ნახეთ რა მოხდა დღეს თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში




სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკო მიქაია წერს:

“მოკლედ, დღეს პურის საყიდლად ვიყავი გასული ერთ-ერთ მარკეტში. გარეთ 90-იანების  რიგის გავლის შემდეგ მომიწია შესვლა მარკეტში. შიგნით სულ 4 ადამიანი  ვიყავით. ერთ-ერთი მოხუცი იყო, რომელიც კონსულტანტს ელაპრაკებოდა.

-შვილო. ეს კვერცხი ცალობით რომ ვიყიდო შეიძლება?
-არა ქალბატონო, ცალობით სოფლის კვერცხია.
-შაქარი რო ნახევარ კილო ვიყიდო?
-კი ქალბატონო.
-ზეთი პატარა ფოთლით არ გაქვთ?
-არა ქალბატონო.
-დღეს ავიღე პენსია შვილო და არ მეყოფა ყველაფერი რომ ვიყიდო-საშინლად გულდაწყვეტილნა თქვა მოხუცმა ქალბატონმა.
მაღაზიაში ერთი ბიჭი იყო, რომელმაც აიღო კალათა ხელში. მივიდა ქალბატონთან, მოხვია ხელი.
-ბებო გამომყევი ერთი წამით თუ შეიძლება.
მოკლედ გაუვსო ეს კალათა ქალბატონს. პური, ზეთი, კვერცხი, ფქვილი, მაკარონი,  ნახევარფაბრიკატები და კიდევ რაღაცეები. მიიყვანა ეს ქალი სალაორსთან.
-რას შვები შვილო?
-არაფერს ქალბატონო. გაატარეთ ეს ყველაფერი-მიმართა ბიჭმა მოლარეს. მოკლედ იყიდა ეს ყველაფერი, ჩაულაგა პარკში.
-ჯანმრთელობას გისურვებთ ქალბატონო. გამოიზოგეთ თქვენი პენსია. ცოტა ხანი გეყოფათ ეს  პროდუქტი. გადაეხვია ამ ქალბატონს და შემობრუნდა მარკეტში.

იმ წამსვე განათდა მთელი მაღაზია. უბრალოდ განათდა.

ჰოდა, ასეთ დროს, როცა ყველას საკუთარი თავი უჭირს, სიკეთე ასმაგად თბილი, ტკბილი და გადამდებია.

სიკეთე გადაგვარჩენს და არასოდეს თქვათ მის გადაკეთებაზე უარი, თუკი მცირედი შანსი მაინც გაქვთ…”скачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...




запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
კომენტარები (0)